Barbare's Gallery — 3D Virtual Gallery by არაბული სამყაროს სამეცნიერო მიღწევები
A 3D virtual art gallery on Galerra featuring 5 artworks. Walk through the gallery in an immersive 3D experience.
Artworks in this gallery
- ალქიმია და გამოხდის ხელსაწყოები — შუა საუკუნეებში ისლამურმა მეცნიერებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქიმიის განვითარებაში. ისინი ატარებდნენ ცდებს, იკვლევდნენ სხვადასხვა ნივთიერებას და აუმჯობესებდნენ ქიმიურ ხელსაწყოებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელსაწყო იყო ალემბიკი, რომელსაც სითხეების გამოხდისთვის იყენებდნენ. ამ მეთოდით შესაძლებელი იყო ნივთიერებების გამოყოფა და გაწმენდა. ალემბიკის დახვეწას ჯაბირ იბნ ჰაიანსა და სხვა ქიმიკოსებს უკავშირებენ.
- ქაღალდი — ქაღალდი პირველად ჩინეთში გამოიგონეს. მოგვიანებით ქაღალდის დამზადების ტექნიკა ცენტრალური აზიის გავლით ისლამურ სამყაროში გავრცელდა. ბაღდადში, დამასკოსა და სხვა ქალაქებში განვითარდა ქაღალდის წარმოება. ქაღალდი უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რამაც ხელი შეუწყო წიგნების, ხელნაწერებისა და სამეცნიერო ცოდნის გავრცელებას.
- ასტრონომია — იბნ ალ-ჰაისამი იყო ცნობილი მეცნიერი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ოპტიკის განვითარებაში. იგი იკვლევდა სინათლეს, მხედველობას, არეკვლასა და გარდატეხას. მან შეისწავლა კამერა ობსკურას მუშაობის პრინციპი. ეს არის ბნელი სივრცე, რომელშიც პატარა ხვრელიდან შემოსული სინათლე მოპირდაპირე ზედაპირზე გამოსახულებას ქმნის.
- მათემატიკა — ალ-ხვარაზმი იყო ცნობილი მათემატიკოსი, რომელიც ბაღდადში მოღვაწეობდა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ალგებრის განვითარებაში. დაახლოებით 830 წელს დაწერა წიგნი „ალ-ჯაბრ ვალ-მუქაბალა“, რომელშიც აღწერა განტოლებების ამოხსნის მეთოდები. სწორედ მისი წიგნის სახელწოდებიდან წარმოიშვა სიტყვა „ალგებრა“
- ოპტიკა — იბნ ალ-ჰაისამი იყო ცნობილი მეცნიერი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ოპტიკის განვითარებაში. იგი იკვლევდა სინათლეს, მხედველობას, არეკვლასა და გარდატეხას. მან შეისწავლა კამერა ობსკურას მუშაობის პრინციპი. ეს არის ბნელი სივრცე, რომელშიც პატარა ხვრელიდან შემოსული სინათლე მოპირდაპირე ზედაპირზე გამოსახულებას ქმნის.
About the creator
არაბული სამყაროს სამეცნიერო მიღწევები on Galerra